მთავარირეგიონი

,,ოცნება“, შემოდგომის ბუზებივით გამოიყურებით, ნუ ღიზიანდებით ოპოზიციიის ოფისებით“

GmTV-ს  ,,ევროპული საქართველოს“ დუშეთის რაიონული ორგანიზაციიდან მერი ფოლადაშვილმა მიმართა და მუნიციპალიტეტის მერიიდან მიღებულ მოთხოვნაზე გაამახვილა ყურადღება.

-დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიიდან ,,ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“ ცენტრალურ ოფისში გაიგზავნა წერილი, სადაც ითხოვენ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს გამოყენებული სააგიტაციო მასალის ჩამოხსნას, მაგრამ ასეთის არ არსებობის გამო  ვერ უთითებენ კონკრეტულ ადგილს. მივმართეთ კითხვით თუ საიდან უნდა ჩამოგვეხსნა ზემოაღნიშნული სააგიტაციო მასალა და ოი საოცრებავ!  თურმე გულისხმობენ, რომ პარტიის დუშეთის ოფისს უნდა  მოვაცილოთ  პარტიის ბანერი –  განგვიმარტა სატელეფონო საუბრისას  იურიდიულ საკითხებში მრჩეველმა ნოდარ კობიაშვილმა და ინფრასტრუქტურის და მშენებლობის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა – სოსო ღარიბაშვილმა.

ამ დროს ოცნების პარტიის ოფისზე კი ჩვეულებრივად არის ბანერი, როგორც საქართველოს ნებისმიერ პარტიის ოფისზე. იბადება ლოგიკური აზრი – ,,ოცნება“ შემოდგომის ბუზებივით გამოიყურებით, ნუ ღიზიანდებით  ოპოზიციიის ოფისებით“-განაცხადა პარტიის წარმომადგენელმა ჩვენთან საუბარში და დასძინა:

-„აქვე აღვნიშნავთ, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის მრჩეველს იურიდიულ საკითხებში – ნოდარ კობიაშვილს და ინფრასტრუქტურის და მშენებლობის ზედამხედველობის სამსახურის უფროსს – სოსო ღარიბაშვილს გასული წლის დეკემბრის თვეში და მიმდინარე წლის მარტში მიღებული აქვთ სახელფასო ჯილდო 1400 ლარის ოდენობით. სამუშაოს ზედმიწევნით შესრულებისთვის, მათ მიერ ,,შესრულებული” სამუშაობი – ოპოზიციური პარტიების დევნა ხომ არ არის????“