კულტურასაზოგადოება

24 სექტემბრიდან კოპენჰაგენში ქართული კულტურის დღეები გაიხსნება

საქართველოს კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, ასევე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და დანიაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით 2024 წლის 24 სექტემბრიდან 3 ოქტომბრის ჩათვლით დანიის სამეფოს დედაქალაქ კოპენჰაგენში ქართული კულტურის დღეები გაიმართება.
პროგრამა მოიცავს მრავალფეროვან კულტურულ ღონისძიებებს, რომლებშიც მონაწილეობას მიიღებენ: ქართული ხალხური სიმღერის ანსამბლი „ბასიანი“ და ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი; კალიგრაფი გიორგი სისაური;
ასევე, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრი წარადგენს უილიამ შექსპირის „ოტელოს“ , ხოლო საქართველოს ეროვნული კინოცენტრი დანიის კინოინსტიტუტის სინემათეკასთან პარტნიორობით სამი ქართული ფილმის ჩვენებას გამართავს.