არჩევნებიპოლიტიკა

სოზარ სუბარის განცხადება „მაკკეინის ინსტიტუტის“ ბოლო ანგარიშზე

პარტია „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერის სოზარ სუბარის განცხადებით, ეს იყო ქართული ენჯეოების „ჩაშვება“.

„მაკკეინის ინსტიტუტის“ ბოლო ანგარიში იყო, სლენგი, რომ გამოვიყენო „ჩაშვება“ ქართული ენჯეოების. მათი ქმედება არის პირდაპირი მტრობა ქართველი ხალხის და საქართველოს სახელმწიფო ინტერესების, ისევე, როგორც თავის დროზე გიორგი კანდელაკი დარბოდა ევროპაში, რომ საქართველოს არ მიეღო ჯერ ასოცირების ხელშეკრულება და შემდეგ უვიზო მიმოსვლა (ისევე, როგორც დარბოდნენ ბოლო წლებში ქართველი
ოპოზიციონერები). ზოგადად, „მაკკეინის ინსტიტუტის“ ბოლო ანგარიში გამოირჩევა დაუფარავი მცდელობით, უხეშად ჩაერიონ საქართველოს არჩევნებში.“ – აცხადებს სოზარ სუბარი.