პოლიტიკა

„ამერიკის ხმის“ ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები მზად არის

„ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილმა გადადგა ნაბიჯები, რათა განევითარებინა ურთიერთობები რუს ოლიგარქებთან, გადადგა ნაბიჯები, რათა რუსეთისთვის მიეცა უკეთესი წვდომა საქართველოს ბაზრისთვის. ფაქტობრივად, მან გარკვეული ქმედებები რუსეთის სადაზვერვო სამსახურის მითითებით გაატარა”, – ნათქვამია ამერიკის მთავრობის მაღალი თანამდებობის პირი „ამერიკის ხმასთან” სატელეფონო საუბარში ანონიმურობის დაცვის პირობით. აღნიშნულ ინფორმაციას „ამერიკის ხმა“ ავრცელებს.

როგორც აღნიშნული გამოცემა იუწყება, ამერიკის მთავრობის მაღალი თანამდებობის ორი პირი და ადმინისტრაციასთან დაახლოებული კიდევ ორი წყარო უდასტურებს. წყაროები „ამერიკის ხმას“ ანონიმურობის დაცვის პირობით ესაუბრნენ, საკითხის ბუნებიდან გამომდინარე. წყაროების ინფორმაციით, მუშაობას სანქციების პაკეტზე ამერიკის ხაზინის და სახელმწიფო დეპარტამენტები წარმართავენ.

ასე და ამრიგად, ამერიკის შეერთებულ შტატების მიერ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მიმართ სანქციების შესახებ კონკრეტულ ინფორმაცის ახლო მომავალში გააჟღერებს.