საზოგადოება

21-22 სექტემბერს თბილისში პირველი მასშტაბური ვისკის ფესტივალი ჩატარდება

მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არ არის ვისკის სამშობლო, ჩვენი დედაქალაქი ვისკის ფესტივალს მასპინძლობს. დისტრიბუტორთა ასოციაციის წევრი კომპანია „ვისკი დეის” ორგანიზებით თბილისში ტარდება პირველი მასშტაბური ვისკის ფესტივალი. „თბილისის ვისკის ფესტივალი” 21-22 სექტემბერს ექსპო ჯორჯიაში გაიმართება.
ფესტივალის გენერალური სპონსორია „GD Alco”, სპონსორები: „ვისკის სახლი” , და „სმაგლერსი”, ექსკლუზიური მხარდამჭერია” In trade” , ექსკლუზიური პარტნიორი ადგილობრივი ვისკის მწარმოებელი კომპანია  „ქართველი”.
ასოციაციის წევრი კომპანიებისთვის ფესტივალზე მოქმედებს სპეციალური 40 % ფასდაკლება.