არჩევნებიპოლიტიკა

ზურაბ ჭიაბერაშვილი „ქართული ოცნების” კოლაფსს პუნქტობრივად აყალიბებს

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მდივანი ზურაბ ჭიაბერაშვილი დარწმუნებულია ქართული ოცნების კოლაფსში, რასაც პუნქტობრივი პოსტი მიუძღვნა.

„ქართული ოცნების” კოლაფსი გარდაუვალია, რადგან საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა აცნობიერებს იმ საფრთხეებს, რაც ამ ანტი-ჰუმანური და ანტი-ქართული ძალისგან მოდის. მისი მომავალი საფრთხეებია:
– რუსული ოკუპაციის სამართლებრივი დაკანონება და საქართველოს ტერიტორიული დაქუცმაცება.
– ევროპასთან უვიზო მიმოსვლის გაუქმება და საქართველოს სრული იზოლაცია დასავლური სამყაროსაგან.
– ინდივიდუალური ფინანსური სანქციების არშესრულებისათვის სანქციების საბანკო სექტორზე გავრცელება და ეკონომიკის სრული ჩამოშლა.
– ქვეყნის დაცლა და სრული დემოგრაფიული კოლაფსი.
– მართლმსაჯულების სისტემის სრული კადიროვიზაცია და მუდმივი ფიზიკური ძალადობა ქუჩაში.
– დეჰუმანიზაცია და ინდივიდის სრული განადგურება.
– ყოველდღიური ტრაგედიები და საზოგადოების ფსიქოლოგიური და მორალური ტერორი. ამას არ დავუშვებთ!
საქართველოს გაიმარჯვებს! ძალა ერთობაშია! “ – წერს ზურაბ