სამართალი

გერმანიის ბუნდესტაგის წევრი კესარია აბრამიძის მკვლელობას გამოეხმაურა

მიხაილ როთი, რომელიც გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გახლავთ,  კესარია ბარამიძის მკვლელობას გამოეხმაურა და მას საგანგებო პოსტი მიუძღვნა.

„ვინც სიძულვილს დათესავს, ძალადობას მოიმკის. კესარია აბრამიძე მოკლეს, ერთ დღეში მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტმა ანტი-ლგბტ კანონი მიიღო. შოკირებული ვარ და მოვუწოდებ მმართველ პარტია „ქართულ კოშმარს”, რომ დაუყოვნებლივ გააუქმოს სამარცხვინო კანონი,” – წერს მიხაილ როთი.

ცნობისთვის, მიხაილ როთი თავად გახლავთ ლგბტ პირი და გათხოვილია… თუ დაქორწინებული. იგი ღიად ესხმის თავს მართლმადიდებლობას და უცხოელი აგენტების შესახებ კანონის სასტიკი მოწინააღმდეგე იყო.