ეკონომიკა

2024 წელს, ყურძნის საპროგნოზო მოსავალი, რეკორდულ 300 ათას ტონას შეადგენს.

დღევანდელი მდგომარეობით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 56 ათას ტონამდე ყურძენი, აქედან, 27 ათას ტონამდე რქაწითელი, 22,6 ათას ტონამდე საფერავი, ხოლო დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.
რთველი სხვადასხვა აქტიობით კახეთის ყველა რეგიონში, გარდა საგარეჯოს მუნიციპალიტეტისა, მიმდინარეობს.
ყურძნის დღეღამური გადამუშავების მაჩვენებელმა 9 ათას ტონას მიაღწია, რაც ნიშნავს რომ რთველი აქტიურ ფაზაშია. ყოველდღიურად მოსავლის გადამუშავების პროცესში 70-მდე კომპანია და მარანია ჩართული.
ამ ეტაპისთვის მოსავალი უკვე 4500-მდე მევენახე-ფერმერმა დააბინავა.
2024 წელს, ყურძნის საპროგნოზო მოსავალი, რეკორდულ 300 ათას ტონას შეადგენს.