არჩევნები

საუბნო საარჩევნო კომისიების 24 047 ხელმძღვანელი პირი (წევრი) აირჩიეს

საოლქო საარჩევნო კომისიებმა საუბნო საარჩევნო კომისიების 24 047 ხელმძღვანელი პირი (წევრი) აირჩიეს.
ვაკანტურ ადგილზე გამოცხადდა ხელახალი კონკურსი.
საარჩევნო ადმინისტრაციამ ჯერ კიდევ საუბნო საარჩევნო კომისიების არჩევის პროცესის დაწყებამდე გააკეთა განცხადება და დაინტერესებულ მხარეებს მოუწოდა ნუ ეცდებოდნენ პროცესის და ასარჩევ პირთა დისკრედიტაციას, თუმცა მიუხედავად ამისა, კონკრეტული პირები, პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე, უსაფუძვლო და მანიპულაციური განცხადებებით ცდილობდნენ პროცესის დისკრედიტაციას და ასარჩევ, შემდგომში კი უკვე არჩეულ პირთა სტიგმატიზაციას.
სწორედ ამიტომ, კიდევ ერთხელ, მოვუწოდებთ ყველა ობიექტურ სადამკვირვებლო ორგანიზაციას, ნებისმიერი დონის საარჩევნო ადმინისტრატორი შეაფასონ მათი საქმიანობისა და ნეიტრალიტეტის მიხედვით და არა პოლიტიკური დღის წესრიგით ნაკარნახევი განცხადებების საფუძველზე.