სპორტი

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ალბანეთი დაამარცხა

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის 2024-25 წლის სეზონის გათამაშების მორიგი მატჩი ალბანეთის წინააღმდეგ გამართა. ქართველმა ფეხბურთელებმა მასპინძლები ანგარიშით 1:0 დაამარცხეს.
პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. მატჩის ერთადერთი გოლი კი მეორე ნახევარში 71-ე წუთზე გიორგი ქოჩორაშვილმა გაიტანა.
საქართველო ალბანეთის ნაკრებს თექვსმეტჯერ დაუპირისპირდა, ქართველებმა მეტოქეს ცხრაჯერ მოუგეს, ოთხი მატჩი ფრედ დაასრულეს, სამი კი დათმეს.
შეგახსენებთ, რომ უეფას ერთა ლიგის 2024-25 წლის სეზონის გათამაშების პირველ მატჩში საქართველოს ნაკრებმა ჩეხები მიხეილ მესხის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში ანგარიშით 4:1 დაამარცხა.
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის B დივიზიონში პირველად ასპარეზობს. B1 ჯგუფში „ჯვაროსნები“ ალბანეთთან, უკრაინასა და ჩეხეთთან ერთად იმყოფებიან. მომდევნო შეხვედრას ეროვნული ნაკრები 11 ოქტომბერს უკრაინასთან გამართავს.