სპორტი

ალექსანდრე ლოლაძე ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონი, ლუკა ჯავახიშვილი კი ბრინჯაოს პრიზიორია

ალექსანდრე ლოლაძე ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონი, ლუკა ჯავახიშვილი კი ბრინჯაოს პრიზიორია. ტალინში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი მიმდინარეობს. კონტინენტის პირველობაზე 81 კგ წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალი ალექსანდრე ლოლაძემ, ბრინჯაო კი ლუკა ჯავახიშვილმა მოიპოვა.
ალექსანდრე ლოლაძემ ფინალი აზერბაიჯანელ სპორტსმენთან დათმო, ლუკა ჯავახიშვილმა კი მესამე ადგილისთვის შეხვედრაში სერბი სპორტსმენი დაამარცხა.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა ნინო ლოლაძემაც (57 კგ).
აღსანიშნავია, რომ ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატზე ქართველი ძიუდოისტები კულტურისა და სპორტის სამინისტრო მხარდაჭერით იმყოფებიან.