სხვადასხვა

დეა კულუმბეგაშვილს ვენეციის კინოფესტივალზე ჟიურის სპეციალური პრიზი გადაეცა

დღეს, 7 სექტემბერს, ვენეციის 81-ე კინოფესტივალის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, რომელზეც ქართველი რეჟისორის, დეა კულუმბეგაშვილის, ფილმ „აპრილს“ გადაეცა ჟიურის სპეციალური პრიზი.
ფილმი ქართულ-ფრანგულ-იტალიური ნამუშევარია. ქართულ მხარეს წარმოადგენს კინოკომპანია „დამოუკიდებელი კინოპროექტი“ (Independent Film Project) და პროდიუსერი არჩილ გელოვანი.
ეროვნული კინოცენტრი ულოცავს დეა კულუმბეგაშვილს, არჩილ გელოვანსა და მთელ შემოქმედებით ჯგუფს ამ დიდ წარმატებას!