პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: „საარჩევნო უბანში მისულებს ეს სურათი გქონდეთ გახსნილი სამოტივაციოდ“

„ხალხის ძალის“  წევრი დავით ქართველიშვილი  საარჩევნო უბანში მისულ საზოგადოებას შემდეგ რჩევას აძლევს.

„ამ არსებებს შორის დააკვირდით ბავშვის სახის გამომეტყველებას. გუშინწინ შვილიშვილებმა მთხოვეს აუზში მათი სინქრონული ჩახტომის კადრი გადამეღო. ფბ-ზე გამოქვეყნებიდან ერთ წუთშიმივიღე შეტყობინება: „თქვენი ვიდეო მოიცავს სექსუალურად მიუღებელ შინაარსს, რის გამოც ის წაშლილია, ხოლო განმეორების შემთხვევაში და ა.შ.”

მე მინდა მივმართო იმ ანტინაც და „ანტიიმნაირებს”, ვინც ამ არჩევნებში სახლში დარჩენას ამჯობინებს, რამეთუ ხელისუფლებას ვერ იტანს. ხომ არ გეუბნებით – „ქართულ ოცნებას” მისცეთ ხმა. მის მიმართ ჩასაფრებულებს ამას როგორ გაკადრებთ! მაგრამ თითოეული თქვენგანის არჩევნებზე არ მისვლა – აი ამ არსებების ყულაბაში ჩაგდებული „ლეპტა” იქნება. საარჩევნო უბანში მისულებს კი ერთხელაც ეს სურათი გქონდეთ გახსნილი სამოტივაციოდ – თუ რა გადაწყვეტილებას ელოდება თქვენგან სამშობლო“ – წერს ქართველიშვილი.