სამართალი

ირაკლი ეძგვერაძე სასამართლო დარბაზიდან გაანთავისუფლეს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირაკლი ეძგვერაძე, რომელიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად ორი დღით ადრე დააკავეს, დღეს   სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. მომდევნო სხდომა საქალაქო სასამართლოში 13 სექტემბერს ჩატარდება.

ირაკლი ეძგვერაძესთან ერთად დაკავებული იყო ირაკლი ნადირაძე, რომელიც იმავე ღამეს გაანთავისუფლეს. შსს-ს განცხადებით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას, კერძოდ საგამოძიებო მოქმედებას ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით, რა დროსაც მათ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალა მოქალაქე ირაკლი ეძგვერაძემ, რომელსაც არანაირი შეხება არ ჰქონდა საგამოძიებო მოქმედებასთან.