პოლიტიკა

წელს პირველად ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდება

წელს პირველად ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდება. წლევანდელი საპარლამენტო არჩევნები ასევე, მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ პირველად საქართველოს ისტორიაში ის ჩატარდება ელექტრონული საშუალებებით, რომლის გამოყენებასაც ამომრჩეველთა თითქმის 90% შეძლებს.

მომავალი საპარლამენტო არჩევნების თავისუფალ, სამართლიან და მშვიდობიან გარემოში ჩატარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და ევროპული ინტეგრაციისთვის.
ამდენად, გასული წლების არჩევნების უკიდურესად პოლარიზებული წინასაარჩევნო პერიოდის, ასევე არსებული გარემოს კიდევ უფრო მეტად პოლარიზების საფრთხის გათვალისწინებით, საქართველოს სახალხო დამცველი Public Defender of Georgia-სა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, ერთობლივად, როგორც ორ დამოუკიდებელ კონსტიტუციურ ინსტიტუტს, სურს მოუწოდოს პოლიტიკურ და წინასაარჩევნო პროცესებში ჩართულ ყველა მხარეს ხელი შეუწყონ სათანადო საარჩევნო გარემოს ფორმირებას.