სპორტი

მოფარიკავე ირმა ხეცურიანმა სპარეზობა გამარჯვებით დაიწყო

ქართველმა ეტლით მოფარიკავე ირმა ხეცურიანმა რაპირით ფარიკაობა გამარჯვებით დაიწყო. მან რაპირით ფარიკაობაში პირველი შეხვედრა გამართა (კატეგორი B), რომელზეც  ბრაზილიელი მონიკა სანტოსი ანგარიშით 15:13 დაამარცხა და მეოთხედფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.
შეგახსენებთ, რომ ირმა ხეცურიანმა პარიზის პარალიმპიადაზე ხმლით ფარიკაობაშიც იასპარეზა და ამ დისციპლინაში მეხუთე ადგილი დაიკავა.
პარიზის პარალიმპიადაზე საქართველოს ამ დროისთვის სამი მედალი აქვს. ჩემპიონობა პარამძლეოსანმა გიგა ოჩხიკიძემ იზეიმა, ბრინჯაოს მედლები კი ეტლით მოფარიკავე ნინა თიბილაშვილმა და 19 წლის პარატაეკვონდოისტმა ანა ჯაფარიძემ მოიპოვეს.