სპორტი

ნინა თიბილაშვილი რაპირით ფარიკაობის რეპეშაჟში იასპარეზებს

ქართველი ეტლით მოფარიკავე ნინა თიბილაშვილი რაპირით ფარიკაობის რეპეშაჟში იასპარეზებს. რაპირით ფარიკაობის პირველი შეხვედრა თიბილაშვილმა (კატეგორია A) სამხრეთკორეელ პარასპორტსმენთან ანგარიშით 4:15 დათმო და რეპეშაჟში ფრანგ ბრიანა ვიდეს შეხვდება.
შეგახსენებთ, რომ პარიზის პარალიმპიადაზე ხმლით ფარიკაობაში ნინა თიბილაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში მან სწორედ ბრიანა ვიდე დაამარცხა.
საქართველოს ამ დროისთვის სამი მედალი აქვს. ჩემპიონობა პარამძლეოსანმა გიგა ოჩხიკიძემ იზეიმა, ბრინჯაოს მედალი კი 19 წლის პარატაეკვონდოისტმა ანა ჯაფარიძემ მოიპოვა.