განათლებასაზოგადოება

თსუ-ს უმაღლესი შეფასებით – სრული და უპირობო ავტორიზაცია მიენიჭა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს უმაღლესი
შეფასებით – სრული და უპირობო 6-წლიანი ავტორიზაცია მიენიჭა. აღნიშნული
გადაწყვეტილება უცხოელი და ქართველი მაღალკვალიფიციური ექსპერტების
შეფასების საფუძველზე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების
ავტორიზაციის საბჭომ დღეს მიიღო.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ულოცავს ამ წარმატებას თსუ პროფესორ-
მასწავლებლებს, სტუდენტებსა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, რომელთა
თავდაუზოგავი შრომით უნივერსიტეტმა ღირსეული შედეგი მიიღო.