პოლიტიკა

შალვა ნათლაშვილი: „არ მინდა ჩვენს მეზობლებს ეგონოთ, მათ წინააღმდეგ რამე მამოძრავებს“

„ლეობორისტული პარტიის“  ლიდერი შალვა ნათელაშვილი შეშფოთებას გამოთქვამს გარეჯის კომპლექსთან დაკავშირებით, სადაც არქეოლოგიური გათხრებია დაგეგმილი:
„ახლა არ მინდა ჩვენს მეზობლებს გავუძლიერო შეხედულება,რომ მათ წინააღმდეგ რამე მამოძრავებს, მაგრამ ის რაც ხდება დავით გარეჯში, უკვე აღარაფერს გავს. მეზობელი ქვეყნის მთავრობამ არა მარტო, პირდაპირ ვთქვათ, წაგვართვა 2018 წელს ეს უნკალური ქართული ქრისტიანული მსოფლიო მნიშვნელობის ძეგლი, არამედ ახლა, როგორც ვხედავთ, იქ არქეოლოგიური გათხრებიც დაუწყია. ამ ფონზე დუმს სულგაყიდული ნეოლიბარალური ელიტა,რომელიც ფინანსდება სოკარიდან, სდუმს ოპოზიციური პოლიტ-ბიზნეს პარტიები, რომელთა ლიდერებს კუდი აქვთ გადაბმული ბაქოს ნავთობ-ენერგო სტრუქტურებთან“ – აცხადებს ლეიბორისტების ლიდერი.
მისი განცხადებით, ხსენებული არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელებს სურს შეახსენოს, რომ აღნიშნული კულტურა (ხოჯალი–გედაბეკის) ძველი წელთაღრიცხვის XIII-VII საუკუნეებს უკავშირდება, ხოლო ამ სახელმწიფოს შემქმნელი ტომები კავკასიაში მოვიდნენ ახალი წელთაღრიცხვის მეათე საუკუნეში.
„ამ მოსვლაში არაფერია სამარცხვინო. მთავარია მეზობლებმა სალოცავი და ისტორია არ წავართვათ ერთმანეთს“ – განმარტავს ნათელაშვილი.