საზოგადოება

სახალხო დამცველი შპს „ევოლუშენ ჯორჯიას“ თანამშრომელთა გაფიცვა შეაფასა

საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება შპს „ევოლუშენ ჯორჯიას“ თანამშრომელთა გაფიცვას, რომელიც 12 ივლისიდან მიმდინარეობს. ომბუდსმენმა ჯერ კიდევ გაფიცვის დაწყებამდე მოუწოდა დამსაქმებელს თანამშრომელთა შრომითი უფლებების განუხრელი დაცვისკენ.
საქართველოს სახალხო დამცველისთვის ცნობილი გახდა, რომ გაფიცულ თანამშრომლებს შრომით ურთიერთობასთან ერთად, შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაზღვევით სარგებლობის უფლება შეუჩერდათ. ამავე დროს, გაფიცულთა შორის არიან ორსულები, ონკოპაციენტები და სხვა ქრონიკული დაავადების მქონე პირები, რომელთათვისაც დაზღვევის სერვისით სარგებლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.