ეკონომიკა

საქართველოში სპარსეთის ყურიდან, ინდოეთიდან და ჩინეთიდან ტურისტების რაოდენობა იზრდება

 

2024 წლის 2 კვარტლის მონაცემებით, საქართველოში 2 მილიონზე მეტი ტურისტული ვიზიტი დაფიქსირდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +10%-ით მეტია.
ტურისტული ვიზიტები იზრდება როგორც ევროკავშირის ქვეყნებიდან, ასევე სპარსეთის ყურიდან და ახალი ტურისტული ბაზრებიდან – ინდოეთიდან და ჩინეთიდან.
იანვარი-ივნისის პერიოდში ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში 183,355 საერთაშორისო ვიზიტი შედგა; ზრდა 2023 წელთან შედარებით +10%-ია. საერთაშორისო ვიზიტებით გამოირჩევიან შემდეგი ქვეყნები: 🇫🇷 საფრანგეთი +30.3%, 🇩🇪 გერმანია +24.3%,🇬🇧გაერთიანებული სამეფო +16.3%.
მიმდინარე წლის ამავე პერიოდში, სპარსეთის ყური ქვეყნებიდან, მაღალმხარჯველი ტურისტული ბაზრებიდან 42,905 საერთაშორისო ვიზიტი შედგა, რაც 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +38.8%-ით მეტია. ვიზიტორთა განსაკუთრებული ზრდა ფიქსირდება
🇸🇦საუდის არაბეთიდან +44.3%, 🇰🇼ქუვეითიდან +45.8% და
🇧🇭კატარიდან +29.7%.