ეკონომიკა

სტატისტიკის ეროვნული სამსახური 105 წლის არის

საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა სტატისტიკის ეროვნული სამსახურს დაარსებიდან 105 წლის იუბილე მიულოცა.
საზეიმო ღონისძიებაზე, ლევან დავითაშვილი მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა, სადაც „საქსტატის“საქმიანობის მნიშვნელობასა და ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავების პროცესში მის განსაკუთრებულ როლზე ისაუბრა. ეკონომიკის მინისტრმა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ხელმძღვანელობას და თანამშრომლებს პროფესიონალიზმისა და წარმატებული საქმიანობისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.
„საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ქვეყნის ის უმნიშვნელოვანესი, დამოუკიდებელი ინსტიტუციაა, რომელიც უდიდეს როლს თამაშობს სხვადასხვა მიმართულებით ქვეყნის პოლიტიკის დაგეგმვისთვის საჭირო ინფორმაციით უზრუნველყოფის თვალსაზრისით. უნდა აღინიშნოს, რომ ზოგადად, სანდო და კომპეტენტური სტატისტიკის სამსახური, ქვეყნის ინსტიტუციური განვითარების და მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის განხორციელების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს. ამ მხრივ ჩვენი ქვეყნის სტატისტიკის ეროვნული სამსახური და მთლიანობაში სტატისტიკის სისტემა კი ერთ-ერთი მოწინავე და წარმატებულია ბევრი სხვადასხვა კრიტერიუმით“ – აღნიშნა მინისტრმა.