რეგიონი

თელავს ევროპის საბჭოს რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის გენერალური მდივანი ესტუმრა

საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ მთვარელიშვილის მოწვევით თელავის მუნიციპალიტეტს ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის გენერალური მდივანი, სამართლის დოქტორი ანდრეას კიფერი.
ევროპის საბჭოს ერთ-ერთ უმაღლეს წარმომადგენელს თენგიზ მთვარელიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მამუკა ბურდიაშვილმა უმასპინძლეს.
საკრებულოს თავმჯდომარის ინიციატივით ანდრეას კიფერმა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის საჯარო ლექცია წაიკითხა.