მსოფლიო

„ჰეზბოლას“ ლიდერმა „ისლამური ჯიჰადისა“ და „ჰამასის“ ხელმძღვანელობასთან შეხვედრა გამართა

„ჰეზბოლას“ ლიდერი „ისლამური ჯიჰადისა“ და „ჰამასის“ ხელმძღვანელობას შეხვდა,- ინფორმაციას „ჰეზბოლა“ ავრცელებს.

ბეირუთში, „ჰეზბოლას“ ლიდერი ჰასან ნასრალა „ისლამური ჯიჰადის“ ხელმძღვანელს ზიად ნახალეს და „ჰამასის“ პოლიტიკური ბიუროს ხელმძღვანელის მოადგილეს სალეჰ ალ-არურის შეხვდა.

„ჰეზბოლას“ განცხადების თანახმად, მხარეებმა ღაზას სექტორში მიმდინარე მოვლენები განიხილეს.