მსოფლიო

“ჩინეთის ძალადობის პოლიტიკა ჩვენი ინტერესებისთვის საფრთხეს შეიცავს” – იენს სტოლტენბერგი

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ჩინეთი არ არის ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მოწინააღმდეგე, მაგრამ ამ ქვეყნის ქცევა საერთაშორისო არენაზე უსაფრთხოების თვალსაზრისით საფრთხეს შეიცავს.

მისივე თქმით, ჩინეთი საერთაშორისო წესრიგის წესების წინააღმდეგ გამოდის, ემუქრება ტაივანს და ბირთვულ მოდერნიზებას ახორციელებს.

„ჩინეთის მიერ გაცხადებული მისწრაფება და ძალადობის პოლიტიკა ჩვენი ინტერესებისთვის, უსაფრთხოებისთვის და ფასეულობებისთვის საფრთხეს შეიცავს”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.