პოლიტიკა

“ელჩთან მიმართებაში ასეთი დამოკიდებულება ძალიან არასასიამოვნო ამბავია, მაგრამ ვიცით კონტექსტი და გვესმის” – ვახტანგ მეგრელიშვილი

საქართველოს ელჩთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილება სამწუხარო, მაგრამ გასაგებია, – ეს განცხადება პარლამენტში „გირჩის“ დეპუტატმა ვახტანგ მეგრელიშვილმა გააკეთა.

ელჩთან მიმართებაში ასეთი დამოკიდებულება ძალიან არასასიამოვნო ამბავია, მაგრამ ვიცით კონტექსტი და გვესმის, რომ შიდა ქართულ პოლიტიკურ ბრძოლაში არის უკრაინის ხელისუფლების მონაწილეობა, რაც ძალიან ბუნებრივია მიხეილ სააკაშვილის უკრაინული მოქალაქეობიდან, უკრაინაში მაღალ თანამდებობაზე ყოფნიდან და ასევე, საქართველოს ხელისუფლების უცნაური საგარეო პოზიციიდან გამომდინარე“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

როგორც ცნობილია, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საგარეო უწყებას დაავალა, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გამო საქართველოს ელჩი უკრაინაში დაიბაროს, გამოუცხადონ მკაცრი პროტესტი და 48 საათში ქვეყნის დატოვება შესთავაზონ, რათა ოფიციალურ თბილისთან სააკაშვილის საკითხზე, კონსულტაციები გამართოს