მსოფლიო

უკრაინაში დღე-ღამის განმავლობაში 40 საბრძოლო შეტაკება მოხდა- უკრაინის გენშტაბი

რუსი სამხედროები ძირითადი ძალების მობილიზებას ლიმანის, ბახმუტის და მარიინკის მიმართულებებზე აგრძელებენ. დღე-ღამის განმავლობაში 40 საბრძოლო შეტაკება მოხდა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბზე დაყრდნობით „უკრინფორმი“ ავრცელებს.

„თავდაცვის ძალების ავიაციამ 11 დარტყმა განახორციელა რუსი სამხედროების პირადი შემადგენლობის კონცენტრირების რაიონებზე, 5 – საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებზე და 1 – მართვის პუნქტზე. განადგურებულია Су-25-ის ტიპის თვითმფრინავი და სამი სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატი “, – ნათქვამია უკრაინის გენშტაბის განცხადებაში.