მსოფლიო

ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში პუტინის ომს 488 ბავშვი ემსხვერპლა

 

ომის  დაწყებიდან დღემდე  შედეგად უკრაინაში 488 ბავშვი დაიღუპა, 1016ზე მეტი კი დაზიანდა, – ამის შესახებ  უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისის  მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული

„2023 წლის 14 ივნისის მდგომარეობით, რუსეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის შედეგად, უკრაინაში 1504-ზე მეტი ბავშვი არის დაზარალებული, 488 ბავშვი დაიღუპა, 1016-ზე მეტმა მიიღო დაზიანება “, – ნათქვამია განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით,  მონაცემები საბოლოო არ არის.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა.