COVID 19საზოგადოება

ქუთაისში 26 წლის კოვიდინფიცირებული ქალი მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა

ქუთაისში კორონავირუსით ინფიცირებული 26 წლის ქალი თეა ბარამიძე, მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა.

ხუთი დღის შემდეგ , როცა ორსულის მდგომარეობა დამძიმდა, იგი ბათუმიდან ქუთაისში, კლინიკა „ბომონდში” გადაიყვანეს. ექიმებმა ახალშობილის გადარჩენა შეძლეს.

არსებული ინფორმაციით, ქალს სუნთქვის მწვავე უკმარისობა აღენიშნებოდა და ფილტვის ქსოვილის დიდი ნაწილი დაზიანებული ჰქონდა.